ნარმანიას და გამგებლის "ატკატების" სკანდალი? - ვინ და როგორ გაიმარჯვა "ქვევრის და ღვინით მკურნალობის" ტენდერში

ნარმანიას და გამგებლის "ატკატების" სკანდალი? - ვინ და როგორ გაიმარჯვა "ქვევრის და ღვინით მკურნალობის" ტენდერში

ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „პირველი რადიო“ სადაც ნათქვამია, რომ:

არასამთავრობო ორგანიზაციამ "მონიტორინგის ცენტრი - მედიატორი" თბილისის დიდუბის რაიონში ჩატარებული ერთ-ერთ კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. გივი კუბლაშვილის განცხადებით, გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა, რომელშიდაც 2015 წლის 30 იანვარს დაფუძნებულმა შ.პ.ს. "ლოგოსმა" გაიმარჯვა. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ სატენდერო პირობები "ლოგოსზე" მოარგეს, რომელსაც მანამდე არცერთ ტენდერში მონაწილეობა არ აქვს მიღებული და მეტიც მას წესდებაში არსად არ წერია შემეცნებით-საგანმანათლებელი საქმიანობა. კუბლაშვილი აცხადებს, რომ მერიაში ე.წ. "ატკატები" ისევ არის და მერიისა და გამგეობების მაღალჩინოსნები, ბიუჯეტის ხარჯზე, მდიდრდებიან.

 

"არაერთი ფაქტი გაასაჯაროვდა, გამგეობებში არსებული სავარაუდო კორუფციული სქემების. გახსოვთ ალბათ სამგორის რაიონის გამგეობაში მოხდარი ფაქტი, როცა გამგებელმა მამუკა ჩოქურმა თბილისობის აღსანიშნავად, თავისი მეუღლის კომპანიას დაუდო ხელშეკრულება და ბიუჯეტიდან საკმაოდ კარგი სარგებელიც მიიღეს, ასევე დიდუბის რაიონის გამგებელმა 50 000 ლარრიანი ხელშეკრულება დაუდო ი/მ-ს, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროვებს, რათა საახალწლო ნობათით დახმარება გაეწია დიდუბის რაიონში მცხოვრები სოც. დაუცველებისათვის, თუმცა, ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ნობათის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა მისთვის, ვითომდა დახარჯულ თანხას, ასევე თბილისის საკრებულოს მიერ კონკრეტულ ორგანიზაციაზე მორგებული ტენდერი.

 

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ დღეს თბილისის თვითმმართველობაში, ე.წ. "ატკატები"-ს კასკადია. მერიისა და გამგეობების მაღალჩინოსნები, ბიუჯეტის ხარჯზე, მდიდრდებიან.

 

დღეს კიდევ ერთ ფაქტს გავასაჯაროვებ სადაც დიდუბის რაიონის გამგებელი, ქ-ნ ირმა ზავრადაშვილი, ხელშეკრულებას აფორმებს, შ.პ.ს. "ლოგოსი"-სთან, რათა მან უზრუნველყოს, დიდუბის რაიონში კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ერთი შეხედვით აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თუმცა თუ ჩავეძიებით შპს "ლოგოსი"-ს წარმომავლობას, ვნახავთ რომ იგი 2015 წლის 30 იანვარს დაარსდა და იმასაც, რომ ამ კომპანიას, მანამდე არცერთ ტენდერში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. ანუ მისი გამოცდილება და მის მიერ შესრულებული საქმიანობა არის ნულის ტოლი.

 

ალბათ დაგაინტერესებთ, როგორ მოახერხა ამ კომპანიამ 21 414 ლარიანი ტენდერის მოგება?

 

მარტივად. თუ დავაკვირდებით ტენდერის პირობებს, აღმოვაჩენთ, რომ გამგეობა შემსრულბლისგან (ტენდერში გამარჯვებული) ითხოვს სემინარის ჩატარებას შემდეგ თემაზე:

 

სემინარი: ქვევრი - ეროვნული მემკვიდრეობა

 

სემინარის თემა: თიხის საბადოდან ღვინის დეგუსტაციამდე

 

მიზანი: მოსახლეობის დეტალური ინფორმირება

 

შინაარსი: - ქვევრის ისტორია;

 

ქვევრის წარმოება საქართველოში;

 

ქვევრის მშენებლობის სრული ციკლი;

 

ადგილის შერჩევა და ქვევრის ჩადება;

 

ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიები;

 

ქვევრის ღვინის მოვლა - პატრონობა;

 

ღვინის დეგუსტაციის სპეციფიკა და ორგანოლეპტიკური მახასიათებელბი;

 

ენოთერაპირა - ღვინით მკურნალობა;

 

ქვევრის ღვინო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

 

ეჭვი ზუსტად ამ სემინარის ჩატარების მოთხოვნამ გააჩინა. გამგეობამ ამ შინაარსის სემინარის მოთხოვნით აშკარად მომგებიან პოზიციაში ჩააყენა შპს "ლოგოსი" და დიდი ალბათობით მასზე მოარგო სატენდერო მოთხოვნები, რადგან შპს "ლოგოსი"-ს წესდებაში, არსად წერია შემეცნებით-განმანათლებელი საქმიანობა. აქედან გამომდინარე კომპანია "ლოგოსი" არ არის უფლებამოსილი შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება.

 

ამ სემინარის ჩატარების მაგივრად, დიდუბის გამგებელს ვურჩევდი, რომ მოეთხოვა მისთვის და მისი თანამშრომლებისთვის, ტრეინინგის ჩატარება, თემაზე ეფექტური მუშაობა და საზოგადოებაზე ზრუნვა, რადგან დღს არსებული მდგომნარეობით, ქალაქის თვიოთმმართველობაში გამოცდილებისა და კომპეტენტურობის აშკარა დეფიციტია," - აცხადებს კუბლაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: