ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დემურ გიორხელიძე: ლართან დაკავშირებით საიმედო ინფორმაცია არ არის

დემურ გიორხელიძე: ლართან დაკავშირებით საიმედო ინფორმაცია არ არის

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ იძლევა.
 
"საიმედო ინფორმაცია ლართან დაკავშირებით არ არის. ვერ ვხედავ კონკრეტულ ქმედებებს ვერც ეროვნული ბანკისგან, ვერც მთავრობისგან, ისინი მხოლოდ ეპაექრებიან ერთმანეთს. ყურადღებით ვაკვირდები და ვერსად მოვისმინე საქმიანი, პროფესიულად გამართული შეხედულებები, რომელიც სიტუაციას შცვლის. ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ამ პოლიტიკას უნდა ამტკიცებდეს საქართველოს პარლამენტი. დღეს არსებული მდგომარეობა არის საქართველოს პარლამენტის ბრალი, რომელმაც არ მოსთხოვა მთავრობას რეაგირება რთულ პროცესებზე - მითუმეტეს მაშინ, როცა ამოქმედდა რუსეთის მიმართ სანქციები, ომი დაიწყო უკრაინაში, ევროკავშირში გაჩნდა სერიოზული ეკონომიკური  პრობლემები. საქმე კი გაფუჭდა - დღეს უკვე ვარდნა სერიოზულია", - განაცხადა გიორხელიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში.
 
ექსპერტის თქმით, ეროვნული ვალუტის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რამაც შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანოს.
 
"სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება - შესაძლოა, ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ. დღეს არ არის გარჩევების დრო, დღეს არ არის კომისიების შექმნის და გამოძიებების დრო. დღეს საჭიროა, სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაონ პოლიტიკა, რომელიც შეაჩერებს კურსის ვარდნას. შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი სამართლის გარჩევაზე. საკმარისია კიდევ ერთი ნეგატიური შოკი და ლარის კურსი კიდევ დაეცემა. ამ ეტაპისთვის ლარს არანაირი საყრდენი არ აქვს, რომ გაჩერდეს", - განაცხადა გიორხელიძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: