ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიორგი ქადაგიძე: ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ყველა განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკი

გიორგი ქადაგიძე: ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ყველა განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკი

როდესაც ყვითელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიებზე, ეს შეიძლება გაიგო, ვინაიდან ყვითელი პრესა ცდილობს, მოიზიდოს სპეციფიკური ტიპის მკითხველი, მაგრამ როდესაც შეთქმულების თეორიას უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ავითარებენ, ეს როგორც მინიმუმ, უხერხულია, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ვიცე-პრემიერ კახი კალაძის გუშინდელ განცხადებას.


"განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებზე, ისეთ ინსტიტუტებზე, რომლის აქციონერი, მრავალი წლის პარტნიორი არის თუნდაც EBRD, რომლის ფორუმზეც დღეს ვიმყოფებით და, რომელი ფორუმიდანაც ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ეს რამდენად უწყობს ხელს უწყობს ყველაფერ ამას, განსჯა თქვენთვის მომინდია", - განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, არანაირი კოორდინაციის და კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის პრობლემა ეროვნულ ბანკს არ ჰქონია და მუდმივად აწვდის მთავრობას საკუთარ შეფასებებს, პროგნოზს.
"ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ყველა განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკი. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ ჩვენი, თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები გავლენას ახდენს იმ მოლოდინებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლევადიანი კურსის ფორმირების პროცესში",- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: