ეკა ბესელია: პროკურატურაში განსახორციელებელი რეფორმა მთავარი პროკურორის პერსონალურ ცვლილებას არ ითვალისწინებს

ეკა ბესელია: პროკურატურაში განსახორციელებელი რეფორმა მთავარი პროკურორის პერსონალურ ცვლილებას არ ითვალისწინებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურატურაში განსახორციელებელი რეფორმა მთავარი პროკურორის პერსონალურ ცვლილებას არ ითვალისწინებს.


,,თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად მოკლე დროში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილება, ჩვენ ამ წელს მოვასწრებთ ამ რეფორმის განხილვას და მიღებას. შემდგომში დავიწყებთ მის განხორციელების პროცესს, რადგან პოლიტიკური ნებაა მოხდეს ეს რეფორმა. ამიტომაც ძალიან სწრაფად მომზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმა. ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა ამ პირველ ოთხწლიან ციკლში მოხდეს რეფორმების დასრულება ორივე უწყების, რაც არის მართლაც უმნიშვნელოვანესი შედეგების მომტანი. აღნიშნული რეფორმით მთავარი პროკურორის პერსონალურად ცვლილების საკითხი არ დგას. აქ საუბარია მისი არჩევის ლეგიტიმაციის გაზრდის საკითხზე. მას მაღალი ლეგიტიმაცია ექნება. გაიზრდება ანგარიშვალდებულობა და პარლამენტის როლიც", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: