ირინა სარიშვილი: „ყველა მოღლიცინე ადამიანს ერთ რამეს ვურჩევდი..“
ირინა სარიშვილის განცხადებით, საქართველოს NATO-ში ინტეგრირება ერთადერთი სწორი პოლიტიკური პოზიციაა, რაც შეიძლება სახელმწიფოს გააჩნდეს, ამს შესახებ სარიშვილმა გადაცემაში "იმედის კვირაში" განაცხადა.
"ნორმალური ადამიანი არ შეიძება ნატოში გაწევრიანებას დაპუპირისპირდეს. დღეს ვითარება აშკარად შეცვლილია და სამწუხაროდ, სწორედ დღეს, NDI-ს გამოკითხვები აჩვენებს, რომ 15%-ით გაზრდილია ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი."- აცხადებს სარიშვილი და ირაკლი წერეთლის წინააღმდეგ წამოსულ აგრესიასაც ეხმიანება.
"ირაკლი წერეთელს აქვს სრული უფლება გამოაცხადოს შიმშილობა რაზეც უნდა და დააყენოს ნებისმიერი მოთხოვნა. მე ყველა მოღლიცინე ადამიანს ამ სტუდიაშიც და ამ სტუდიის გარეთაც ერთ რამეს ვურჩევდი: მხართეძოზე წამოწოლილებს ირაკლი წერეთლის არც ერთ მოთხოვნაზე და არც ერთ აქციაზე არ ღირს, რომ უშნოდ დაიწყონ ღლიცინი. ამ ადამინს ისეთი ცხოვრება აქვს გამოვლილი, რომ მარტო იმიტომ, რომ როდესაც ციხეში ყოფნისას ე.წ. "პრაგულკაზე" არ გადიოდა, ბადრაგი ყოველ დღე სცემდა."- განაცხადა სარიშვილმა.