გიორგი თევზაძე: „ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულების პატიმრები დახმარებას ითხოვენ“

გიორგი თევზაძე: „ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულების პატიმრები დახმარებას ითხოვენ“

უფლებადამცველ გიორგი თევზაძემ ბათუმის სასჯელაღსრულების ბათუმის #3 დაწესებულებიდან პატიმრების საჩივარი მიიღო სადაც პატიმრები  აღწერენ მათ  მძიმე გაუსაძლის პირობებს და მათ მიმართ  არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. როგორც გიორგი თევზაძე აღნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია სისტემატიურად იღებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმრობაში მყოფი პირების სხვადასხვა სახის განცხადებებს და საჩივრებს მათი  უფლებების  დაცვის მიმართულებით. ბოლო პერიოდში  სისტემატიურად  შემოდის სასჯელაღსრულების ბათუმის #3 დაწესებულებიდან განცხადებები და საჩივრები, რომლებიც აღნიშნავენ დაწესებულებაში  მსჯავრდადებულთა მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან  არასათანადო მიდგომებს  და მედპერსონალის ზოგიერთი წარმომადგენლების   მხრიდან უყურადღებობას, ამასთანავე მსჯავრდადებულთა სამედიცინო შემოწმების პროცესში ადმინისტრაციის წარმომადგენელის თანდასწრებას, რაც კონფედენციალობის დაარღვევაა. არსებული  შექმნილი მძიმე პირობების შესახებ  ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციაში შემოსული განცხადების შესაბამისად არაერთხელ მივმართეთ წერილობით სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობას და ვთხოვდით შემოსული განცხადებაში მოყვანილი გარემოებების სრულად და ობიექტურად შესწავლას თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური პრობლემემთან დაკავშირებული საჩივრებს ისევ ვღებულობთ, მაგალითად მივიღეთ სასჯელაღსრულების  ბათუმის #3 დაწებულებიდან მსჯავრდადებულების გიორგი მარსაგიშვილის, კახა მეცხვარიშვილის , ალექსანდრე ჩერქეზიშვილის, მიხეილ წითაძის, ერთობლივი განცხადება სადაც ისევ როგორც წინა განცხადებებში ანალოგიურად მითითებულია დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან  პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის  ფსიქოლოგიური  ზეწოლის შესახებ,  ამასთანავე  თუ მხედველობაში  იმასაც მივიღებთ, რომ არსებობს საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა რომელშიც  მითითებულია რომ  "  სასჯელაღსრულების # 3 დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არაკეთილსაიმედო მდგომარტეობაა ამ დასკვნას დამატებით ამყარებს დაზიანებების აღრიცხვის ჟურნალში არსებული შეუსაბამო ჩანაწერები და სხვა ხარვეზები "და ა.შ.  

 

კიდევ ერთხელ მივმართავთ სასჯელაღსრულების მინისტრს  შეისწავლოს და პირად კონტროლზე აიყვანოს სასჯელაღსრულების  ბათუმის # 3 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, და  ბათუმის #3 დაწესებულების ადმინისტრაციაში მომუშავე იმ თანამშრომელთა მიმართ დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი შესწავლის შედეგად როომელ თანამშრომელთა  ქმედებაშიც გამოიკვეთება და დადგინდება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ბათუმის  #3 სასჯელაღსრულების დაწესებულება  პატიმრებისათვის ცალკე სპეციალიზირებული დამსჯელი ხასიათის დაწესებულებად იქცა. თუმცა მაინც სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ობიექტური შესწავლისა და მიდგომის იმედი გვაქვს,- აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის გავრცელებულ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: