ვალერი გელბახიანი: "ეს ხელისუფლება ჩამოშლილია, სამწუხაროდ მათი დღეები დათვლილია“
"მე ხალხს ვხვდები, მათ აზრს ვისმენ და ვიცი განწყობა. თუ ტარიფები მოიმატებს თქვენ მერე ნახეთ ხალხის აგრესია. მე უკვე წინასწარ ვხედავ როგორ ჩამოიშლება ეს ყველაფერი..."-ამ განცხადებას "კვირის ქრონიკასთან" მიცემულ ინტერვიუში ვალერი გელბახიანი აკეთებს. მისი თქმით ხელისუფლება უუნაროა და ინერციით მიდის.
"პირდაპირ გეტყვით, ეს ხელისუფლება ჩამოშლილია, სამწუხაროდ მათი დღეები დათვლილია. ამ ხელისუფლებისთვის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს!კვლავ ჩემს აზრზე ვარ - შემოდგომა იქნება კატასტროფა. რადგან ამათ არანაირი რეგულაციული გეგმები არ აქვთ. არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი ხედვები. ხვალ დენის ან გაზის ფასმა რომ მოიმატოს თქვენ წარმოგიდგენიათ მოსახლეობაში რა მოხდება? არადა ამის პერსპექტივა არის. ესენი არიან უუნარო ადამიანები, ინერციით მიდიან. აი ნაციონალურმა მოძრაობამ რაც დატოვა იმის ინერციით. ახალი ვერაფერი შექმნეს,"- აცხადებს "კვირის ქრონიკასთან" საუბარში ვალერი გელბახიანი.
„პირველირადიო“