რუისის მოსახლეობა ავტობანის გადაკეტვით იმუქრება
რუისის მოსახლებამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა სოფლიდან ბაღებისა და მიწის ნაკვეთების მიმართულებით გზის გაკეთებას ითხოვს. ბაღები ცენტრალური საავატომობილო მაგისტრალის საპირისპირო მხარეს აქვთ და გადასვლას უსაფრთხოდ ვერ ახერხებენ.
მოსახლეობის თქმით, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია. ისინი ავტობანის გადაკეტვით იმუქრებიან.
სოფლის გამგებელი აცხადებს, რომ საგზაო დეპარტამენტთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია და პრობლემა მალე მოგვარდება. თუმცა მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ ასეთი დაპირება შარშანაც მიიღეს.