ვაზაგაშვილის საქმე-სოსანაშვილს მკვლელობის შესრულებისთვის გარკვეული თანხა აქვს აღებული?

ვაზაგაშვილის საქმე-სოსანაშვილს მკვლელობის შესრულებისთვის გარკვეული თანხა აქვს აღებული?

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამოძიებისთვის უკვე ცნობილია მკვლელობის მოტივი. მკვლელობის დამკვეთს კი პროკურატურა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ეძებს, რის გამოც მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო კიდეც. დაუზუსტებელი ინფორმაციით პირი რომელსაც გამოძიება ეძებს, გარკვეულ კავშირშია იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებთან. ამასთან, გამოძიება შესაძლოა სასამართლოში წარადგენინოს მტკიცებულება, რომლის თანახმადაც დადასტურდება, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გია სოსანაშვილს მკვლელობის შესრულებისთვის გარკვეული თანხა აქვს აღებული. 

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 მაისისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საგამოძიებო ვადის გაზრდის მოტივით, ერთი თვით გადაიდო.

„პირველირადიო“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: