საუბარი სკაიპით
(ეს მოთხრობა, როგორც არასდროს,აქტუალურია!)
- რავა ხარ დედიკო?
- უი, შენ შემოგევლოს შენი ნენა !გადასარევად ვართ შენი და ღმერთის წყალობით!
- რას შობიან ტყუპები, ხომ არ მაკვარანცხობენ? მორჩენ სკოლას?
- კი ნენა, გაათავეს 12 კლასი! გურამიეს და ჯუმბერიეს ენაცვალოს ბებო, ნემეტანი ჭკვიანი და მხიარული ბაღნები არიან!
- უმაღლესში სა უნდათ ჩაბარება?
- ბებია მარგალიტა, ასე მეუბნებიან, თამბაქოს ტექნოლოგიურზე ვაბარებთ ორივეო. მთავარია მეცადინეობაში არ შეგვიშალო ხელი, სა გვაქვს რეპეტიტორების ფულები, ჩვენ თვითონ ვემზადებით სპეციალურ საგნებში! მოზიდეს,ნენა... „კურორტნი“ რომ იყიდებოდა ადრე და ქე რომ ეწეოდა ბაბუაშენი ვალოდიე, პარაოზივით რომ აფუილებდა ტარიან პაპიროსს, ე იმფერი, მეიტანეს უურიცხვი, გაწყდნენ წელში ბაღნები!
დღე და ღამეს ასწორებენ, ნენა, დევიწვი და აღავარ მაგათი ცოდვით! ნამეტანი მუყაითები და გამრჯეები არიან, მამაჩემი სიმონიესავით! დაშლიან ააწყობენ, დაშლიან ააწყობენ! მერე მეტყვიან, მარგალიტა ბებია, ეხლა დეგუსტაცია უნდა გოუკეთოთოთო - დაჯდებიან, მოუკიდებენ გასასინჯ პაპიროსს, შეისუნთქვენ ღრმად, ხვნეშით და შხულით, მონდომებულად! მერე ისევლე ხვნეშით ამოისუნთქავენ. ჩართავენ საღამოჟამს ტელევიზორს, უყურებენ მულტფილმებს და იხოცებიან სიცილით, ჩაბჟირებამდე!
რა გაცინებთ ნენა, რომ ვკითხავ, მომცემენ მეც პაპიროსს, დამარტყმევინებენ ერთ ნაპაზს და მერე სამივე ერთად ვბჟირდებით „ტომის და ჯერის“ ღლაბუცზე და ტინგიცობაზე!
- დედა მომიკტეს თავი! დედა რეიზა ვარ ცოცხალი! ხვალვე ვიღებ ბილეთს და მოვფრინავ! ჩილიმბარი გამიხსენით სიმწრით და წვალებით გაწყობილ სახში თქვე უპატრონოებო?!!!...
თამაზ ჭეიშვილი