ოროსან დეპუტატთა ათეული-ვის ეზარება ყველაზე მეტად პარლამენტში სიარული?

ოროსან დეპუტატთა ათეული-ვის ეზარება ყველაზე მეტად პარლამენტში სიარული?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს ყველაზე გამცდენ დეპუტატთა ათეული გამოაქვეყნა, რომელთა შორის მისი თქმით, "რეკორდსმენი" კობა ნაყოფიაა.

დავით უსუფაშვლის თქმით, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს გაცდენა საპატიოდ ოჯახური მდგომარეობის გამო ეთვლება, თუმცა მას არ ჰგონია, რომ პარლამენტის წევრები და მათი ოჯახები რამეთი განსხვავდება სხვა საჯარო მოხელისა და მისი ოჯახისგან, რადგან სხვა შემთხვევაში ოჯახური პირობების გამო სამსახურის გაცდენა არ ითვლება საპატიოდ.

 

უსუფაშვილის თქმით, პრობლემა არის ის, რომ ზოგიერთი დეპუტატი პარლამენტის პლენარულ სხდომას 60-ზე მეტჯერ არ დასწრებია. მან 10 ყველაზე გამცდენი დეპუტატის სია წარადგინა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

 

"მე ამოვწერე 10 ყველაზე ხშირად გამცდენი ჩვენი კოლეგა. ოჯახური პირობების გამო ვისაც გაცდენილი აქვს 60 და მეტი სხდომა. შეგახსენებთ, რომ 60 და მეტი სხდომა ეს არის სამი სესია, წელიწადნახევარი ფაქტიურად", - განაცხადა დავიტ უსუფაშვილმა.

 

გამცდენ დეპუტატთა ნუსხა ასე გამოიყურება:

 

გიორგი ვაშაძე - 66 გაცდენა

ენზელ მკოიანი და ზაზა კედელაშვილი 74-74 გაცდენა

როლანდ ახალაია - 80

დავით ბეჟუაშვილი - 82

გოდერძი ბუკია - 91

გოგი ლიპარტელიანი - 93

რამაზ ნიკოლაიშვილი - 94

აზერ სულეიმანოვი - 96

კობა ნაყოფია  -101

 

"აქ სიტყვები უადგილოა, თუ ასეა საქმე მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მათთან. ასეთი გაჭირვება თუ აქვს ვინმეს, ან ასეთი სიხარული თუ აქვს 2 წლის განმავლობაში ყოველ დღე ოჯახში. მესმის, რომ ჩემი სიტყვები ცოტა არ იყსო ცინიკურად ჟღერს თან ისეთ თემაზე, როგორიც თითოეული ჩვენგანის ოჯახია, მაგრამ როგორ ჟღერს და რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი მგონი ამაზე სიტყვები ზედმეტია. მინდა ვთხოვო საპროცედურო კომიტეტს, რომ ეს საკითხი ეს საფუძველი, როგორც სხდომის გაცდენის საფუძველი იყოს ამოღებული პარლამენტის რეგლამენიდან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

ბოლო დღეებში საქართველოს პარლამენტში დეპუტატების სიმცირის გამო რამდენჯერმე ჩაიშალა კვორუმის არქონის გამო.

„ნეტგაზეტი“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: