ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?
ექს-პრემიერი ივანიშვილი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს, თუ ქვეყანა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდება. ასეთ განცხადებას , ,,ახალი ამბები საქართველოსთან" ინტერვიუში გია ხუხაშვილი აკეთებს. ,,პრინციპში ამის თეორიული შანსი არსებობს, მისი სურვილებიდან გამომიდინარე მას ეს არ სურს. თუმცა იმისათვის რომ ეს მოხდეს, კრიზისმა პიკს უნდა მიაღწიოს, ის უბრალოდ დარწმუნდება იმაში რომ, მისი მონაწილეობის გარეშე ხელისიფლების შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, ასე რომ ყევლაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მივალთ შემოდგომამდე. ვფიქრობ, რომ ის გადაწყევტილებას სექტემბრის ბოლომდე მიიღებს, როცა ყევლაფერი გამოჩნდება, გააქტიურებული იქნება სოციალური და ეკონომიკური რისკები, როგორი იქნება ლარის კურსი და ა. შ.," -აცხადებს ,,ახალი ამბები საქართველოსთან" ინტერვიუში გია ხუხაშვილი.
„პირველირადიო“