ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტის დაძინება ვერ ხერხდება
ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტის დაძინება ვერ ხერხდება, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ ცხოველის დაძინებას და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას. ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ თბილისში 6 ლომს, 6 ვეფხვს, 7 დათვსა და 13 მგელს ეძებენ. ამის შესახებ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ ფხალაძემ განაცხადა.
მან მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისაგან ვიდრე არ მოხდება ცხოველების უკან ვოლიერებში გადაყვანა.
ფხალაძის თქმით ცხოველები ზოოპარკიდან დღეს წყალდიდობის შედეგად გაიქცენენ, ცხოველების ძიების პროცესში შსს დანაყოფები არიან ჩართულები.