რუსეთი საქართველოს დახმარებას სთავაზობს
რუსეთის ფედერაციის განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუჩკოვმა საქართველოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა და გამოთქვა მზადყოფნა, 100 სათანადოდ აღჭურვილი მაშველი გამოგზავნოს.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პუჩკოვმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ოფიციალური მიმართვა გამოუგზავნა. ასევე, მან მოქალაქეების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.
ამასთან, მათივე ცნობით, ორი ვერტმფრენი Ил-76 უკვე მზადაა, საქართველოში გამოფრინდეს.
„ინფო9“