მეწყერსაშიში ზონები თბილისში

მეწყერსაშიში ზონები თბილისში

გეოლოგები თბილისში არსებულ იმ ადგილებს ასახელებენ, რომელიც სტიქიის დროს რეალური საფრთხეებს წარმოადგენს.

გეოლოგების განცხადებით, მეწყერსაშიში ზონებია მთაწმინდის ფერდობები, რომელიც ვაკისკენ, მთაწმინდის რაიონისა და სოლოლაკისკენ ჩამოდის. ასევე, მეწყერსაშიში ზონაა მახათას მთისკენაც, ლოტკინის მხარეს და ასევე, გლდანისკენ, სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ. მთელი ფერდობი მოძრავი ფენებისაგან შედგება.

გლდანის მეშვიდე მ/რ-ს ზევით არის ახალი სასაფლაო, რომელიც ასევე მეწყერსაშიში ზონაა. მეწყერსაშიში ზონაა მუხათგვერდისკენ არსებული ფერდობებიც, რომელიც სულ იმეწყრება.

მეწყერის საშიშროება წვიმაზეა დამოკიდებული. სპეციალისტების განცხადებით, ნალექი თუ 1 საათში 30 მმ-ზე მეტი მოდის, ის უკვე ითვლება კატასტროფულად.

რაც შეეხება მდინარე ვერეს - გეოლოგების განცხადებით, მდინარის ადიდება, ხეობის სივიწროვეს უკავშირდება. რაც შეეხება მეწყერის პრევენციას, როდესაც მეწყერი უკვე დაძრულია, მისი შეჩერება ძალიან ძნელია, მაგრამ მეწყერსაშიში ფერდობების გამაგრება შესაძლებელია. აუცილებელია ასეთი ფერდობების დაფიქსირება და მუდმივი კონტროლი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: