რატომ არ მომწონს ინგა გრიგოლია?!
მე არ მომწონს ინგა გრიგოლიას სტილი!
არ მომწონს და მაღიზიანებს!
ინგა ჯერ საბავშო ბაღში დადიოდა, მე რომ ტელეგადაცემები მიმყავდა და როგორმე ვერკვევი ამ საქმეში.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ძალიან ძნელია ტელეკამერის წინ მუშაობა, მითუმეტეს პირდაპირ ეთერში, როცა ამდენ ხალხს ესაუბრები... პლიუს ჩართვები - მაგრამ, ამისთვის შენ გამზადებენ, მერე თანდათანობით ისე ეჩვევი ტელეკამერას და მიკროფონს, რომ ვეღარც კი ამჩნევ.
ტელეწამყვანი პირველ რიგში უნდა იყოს კულტურული და ინტელექტუალური.
ინგა გრიგოლიას პროფესიონალიზმში აშკარად იგრძნობა ინტელექტის დეფიციტი, რასაც ტელეეკრანი ისე წარმოაჩენს, როგორც „რენტგენის აპარატი“! არ მომწონს მისი მყვირალა ტონი!
თქვენ მოგწონთ?
ასე ელიავას ბაზრობაზე ყვირიან, რომ ზედა დახლებზეც გააგონონ:
-აბა ნაყიიინიი! ცივი უალკოჰოლო სასმელებიიი! ჭადი ყველით! ელააარჯიი! ყაავაა!
გრიგოლიას გადაცემებში ხშირად იგრძნობა ტენდენციურობა და „საქმის ისე გაიმასქნება“, რომ პროვოკაციაზე წამოაგოს რესპოდენტი. არადა, მის საავტორო გადაცემაზე მთელი „ბრიგადა მუშაობს“ – „ჩიტებით“ დაწყებული, პოლიტიკასა და სოციალურ საკითხებში კარგად გათვითცნობიერებული პროდიუსერებით დამთავრებული, შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, მის გადაცემებს აქვს გარკვეული ჩარჩო და რაღაც კონკრეტულს ემსახურება. ეს „რაღაც კონკრეტული“ შეიძლება იყოს იდეოლოგია ხელისუფლების ან ოპოზიციის სასარგებლოდ!
გრიგოლია ნიჭიერი წამყვანია... მაგრამ, გულდასაწყვეტია რომ ხშირად ინტელექტი და ტაქტი ღალატობს!
P.S. ძალიან კოლეგიალური ვარ, მაგრამ, ამჯერად უთქმელობა არ ეგების. დაიღალა ხალხი ამდენი აგრესიისგან და ხელოვნურად აგორებული პროვოკაციებისგან.
თამაზ ჭეიშვილი