ელოდება თუ არა სომხეთს „ერევნული მაიდანი“?!

ელოდება თუ არა სომხეთს „ერევნული მაიდანი“?!

„უკრაინული მაიდნის“ ექსპორტმა საქართველოს ნაცვლად სომხეთში გადაინაცვლა - ერევნის ქუჩებში აზვირთებული( ხელისუფლებით უკმაყოფილო) მასების ტალღა მოწმობს, რომ მოსახლეობას ევრო-ამერიკული დემოკრატია მოენატრა (თუ მოანატრეს) და უარს ამბობს რუსეთის ვასალობაზე!

თუ მომიტინგეთა აგრესიულ მოთხოვნებს გავითვალისწინებთ, რომლის მთავარი გზავნილი მოქმედი ხელისუფლების გადადგომისკენ მოწოდებაა, შეიძლება დავასკვნათ, რომ ფერადი რევოლუციების უდღეურმა, მაგრამ სახელმწიფოს შიგნით საზოგადოების დაპირისპირებულ ძალებად გახლეჩვისკენ მიმართულმა კასკადმა ამჯერად ერევანში ამოყო თავი.

მოედანზე აქტიურად გაისმოდა შეძახილები: „წადი, სერჟ“, რაც იმას ნიშნავს, რომ „ამერიკული რძით“ ნაკვები ოპოზიცია ქვეყანაში ახალი „წესრიგის დამყარებისთვის ემზადება.

როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები (გარდა ბალტიის ქვეყნებისა) სომხეთი დღესაც ბოლშევიკური სისტემით იმართება, სადაც თავს კარგად გრძნობს მმართველი ბიუროკრატია უმრავლესობის გაღატაკების ხარჯზე და სადაც ე.წ. დემოკრატიას მხოლოდ ფასადის შელამაზების ფუნქცია აკისრია.

მართალია, ხელისუფლებამ წყლის ჭავლების გამოყენებით მიტინგი (როგორც ამბობენ, არიან დაშავებულები როგორც სამართალდამცავებში, ასევე მომიტიგეებშიც) დაშალა და პირველი რაუნდი წარმატებით მოიგერია, მაგრამ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ყველაფერი ამით დამთავრდება!

თუ ვის აწყობს კავკასიაში სიტუაციის არევა, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი, რომელსაც ეკონომიკური სანქციების თუ უკრაინასთან ფაქტიურად საომარი ურთიერთობის გამო დღეს სიმხეთისთვის არ უნდა ცხელოდეს!..

რამდენად წამგებიანია დღეს მისთვის „მეორე ფრონტი“ გახსნა, ამჯერად კავკასიაში?

თუ სომხეთში სიტუაცია უკიდურესად გართულდა და მითუმეტეს  კონტროლიდან გამოვიდა, არ არის გამორიცხული, ამან გარკვეული პრობლემები შეუქმნას  საქართველოსაც. ვართ კი მზად ჩვენ ხელოვნურად აგორებული პროვოკაციების აღსაკვეთად, რომლის მიზანი საქართველოს ტერიტორიის კიდევ უფრო დამცრობა-დანაწევრება იქნება?

არადა, თანაცხოვრების პრაქტიკა მოწმობს, რომ ჩვენი ისტორიული მეზობელი შანსს არასდროს არ უშვებდა ხელიდან, ოღონდ საკუთარი ამბიციები გაენაღდებინა!

ფრთხილად, სომხეთის „ცუნამმა“ საქართველოსაც არ ავნოს!

ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: