ამერიკული „წინასწარმეტყველება“... ანუ „შეძახილმა ხე გაახმო“!
დახედეთ ამ ფოტოს! გეცნოთ სიტუაცია?
ნიუ იორკში, ცათამბრჯენ „ტყუპების“ „ტყუპისცალი“ იწვის. ეს არის კადრი გახმაურებული ამერიკული ფილმიდან „არმაგედონი“.
ალბათ ადამიანი არ დარჩა მსოფლიოში, ვისაც ეს „კინემატოგრაფიული საშინელება“ არ უნახავს, მაგრამ საოცარი იცით რა არის, რაც ჰოლივუდმა კომპიტერული გრაფიკით შექმნა და „გააეკრანა“, გავიდა წლები და ზუსტად ახდა...
ოღონდ სინამდვილეში მოხდა, ნიუიორკელი „ტყუპები“ აღარ არსებობს! რა გამოდის, ამერიკელებმა იწინასწარმეტყველეს ეს ტრაგედია?
არა, კი არ იწინასწარმეტყველეს, დააპროგრამეს! ჰოო,ჰოო დააპროგრამეს!
კომუნისტები გვასწავლიდნენ: „პირველადი არის ყოფიერება, მეორადია ცნობიერება“! - წმინდად მატერიალისტური პოსტულატი, ანუ მარქსისტულ-ლენინისტური ბლეფი („გოიმების დასაბოლებლად“)!
ესე იგი მატერიალისტები იცით, რას ჩაგვჩიჩინებდნენ?
„კიტრი იმიტომ არის მწვანე, რომ ის მწვანეა და ჩვენ მას აღვიქვამთ როგორც მწვანეს, არ ვიქნებით ჩვენ, გაქრება კიტრიც და მისი „სიმწვანეც“!
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „არავითარი ღმერთი, არავითარი სულის უკვდავება“!
ადგნენ მატერიალისტები და ღმერთი „ლენინით ჩაანაცვლეს“!
ამ დროს მთელმა მსოფლიომ იცოდა „კომუნიზმის მშენებელი საზოგადოების“ გარდა, რომ „პირველადი არის ცნობიერება, მეორადია ყოფიერება“ რომ „კიტრის სიმწვანეს“ ჩემი და შენი ცნობიერება განსაზღვრავს, და ცნობიერად რომ შეთანხმდეს ქართველი ერი, „კიტრი მწვანე კი არა წითელია“ კიტრი ნამდვილად გაწითლდება“!
ამ დღეშია ახლა ჩრდილოეთ კორეა! ხან მზეზე დასვეს ასტრონავტები, ხან „ჩრდილო კორეის ფეხბურთელთა ნაკრები, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი გახდა“, მოკლედ იმათთან ცნობიერება ჯერ კიდევ სადღაც, მაპატიეთ და... უკანალშია (ისევე, როგორც მთელი ქვეყანა).
აი, ნახეთ რას გვასწავლის ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრება:
„შენ ფიქრებთანაც კი ფრთხილად იყავი, ნუ იფიქრებ ცუდს“!
ეს ნიშნავს იმას, რომ 7 მილიარდმა დედამიწელმა ერთდროულად, ერთსა და იმავე დროს რომ დაიწყოს ფიქრი „ეიფელის კოშკს ნალის ფორმა აქვს“ ეიფელის კოშკი „ნალის ფორმას მიიღებს“!
როცა „ემოციურ მდგომარეობაში მყოფი მილიონობით მაყურებელი უყურებდა როგორ იწვოდა „ნიუიორკელი ტყუპები“ მათმა ცნობიერებამ „გაუცნობიერებლად“ დააპროგრამა, ის რაც ნიუიორკში სინამდვილეში მოხდა, ანუ ეს ორი ცათამბრჯენი მართლა გაეხვა ცეცხლის ალში და განადგურდა!
„საკასო ფილმების“ შექმნით გართულ ჰოლივუდს ავიწყდება უბრალო ჭეშმარიტება, რომ ჩვენი ცნობიერება მრისხანე იარაღია, რომ „ფიქრებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ“!.. რომ ჩვენვე არ უნდა დავაპროგრამოთ ჩვენი უბედურება!
ამ მასალაში თქვენ ხედავთ მეორე ფოტოს, ეს არის კადრი ასევე საკმაოდ ცნობილი და „სუპერსაკასო“ ფილმიდან „დღე ხვალის შემდეგ“ გახსოვთ ალბათ, ეს ფილმი...
ასე, რომ იფიქრეთ სიკეთეზე, აყვავებულ და ძლიერ საქართველოზე, კარგ ამინდზე, სიყვარულზე და დამერწმუნეთ, ეს ყველაფერი იქნება, ნამდვილად იქნება! იმიტომ, რომ „შეძახილმა ხე გაახმო!“ ...იმიტომ რომ „ჩვენ ფიქრებთანაც ფრთხილად უნდა ვიყოთ“! ...იმიტომ, რომ „პირველადი არის ცნობიერება და მეორადია ყოფიერება“! ნუ შეუკვეთავთ „ცუდ“-ს იფიქრეთ „კარგზე“ და ეს დალოცვილი კარგი უეჭველად მოვა“!
თამაზ ჭეიშვილი
P.S. იმათ საყურადღებოდ ვინც „ტყემალზე ზის“ დილეტანტია, მაგრამ ბუნებით „მაკვარანცხი“ ჩემს გაკრიტიკებას მაინც აპირებს! ჯერ კარგად შეისწავლეთ ეს თემა და მერე მაკრიტიკეთ, რამდენიც გინდათ?!