გაპიდარასტებული ამერიკა და ბეწვის ხიდზე შეგდებული საქართველო!
აშშ-ს სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამერიკის ყველა შტატში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ, მართლმადიდებელი სამყარო კიდევ ერთხელ შეაბარბაცა.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ გადაწყვეტილებას ამერიკის გამარჯვება უწოდა. შავკანიანი პრეზიდენტი, რომელიც თავის დროზე აშშ-ს სათავეში სწორედ ლგბტ-ს წარმომადგენელთა მხარდაჭერით მოვიდა, ამ გამარჯვებაში ფორმალურად სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიებს გულისხმობდა, თუმცა, რეალურად ამ „ბაქტერიის“ მთელ მსოფლიოში ძალდატანებითი გადატანა იგულისხმება!!!
ის, რაც ბოლომდე არ თქვა ობამამ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა დააგვირგვინა: კერი დაიმუქრა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ერთსქესიანთა ქორწინების ყველა ქვეყანაში დასაკანონებლად.
თუ ადრე ანალოგიურ გადახრებს „ექსპერიმენტული“ ხასიათი ჰქონდა და თანამედროვე კაცობრიობას თანდათან აჩვევდნენ, დღეს ყველა ბარიერი გადალახულია და როგორც ჩანს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ერთსქესიანთა ქორწინება საყოველთაო ნორმად იქცეს!
მართლმადიდებელი მრევლი ამერიკის ამ უცერემონიო გადაწყვეტილებაში ინტიქრისტეს მოახლოების ნიშნებს ხედავს. ზოგიერთი კი უფრო შორს მიდის და მიიჩნევს, რომ ანტიქრისტეს ტახტი უკვე გამზადებულია და ამის დასტური სწორედ ერთსქესიანთა ქორწინების ოფიციალურად დაკანონება იყო!
თუ ადრე თავს ღვთისმშობლის წილხვედრობით ვიმშვიდებდით და ვამბობდით, რომ საქართველოში ამის საშიშროება არ არის, დღეს ოპტიმისტებიც კი შეშინებულნი არიან - არგუმენტად ერის სულიერი დაკნინება და ხელისუფლების ანტიეროვნული პოზიცია მოჰყავთ, რომლებიც მზად არიან საკუთარი სკამების გადასარჩენად ნებისმიერი თავსმოხვეული დავალება შეასრულონ, თუნდაც ეს ქართული თვითმყოფადობის, ეროვნული ტრადიციების ამოშანთვას უწყობდეს ხელს!
მიუხედავად იმისა, რომ ერთსქესიანღა ქორწინების დაკანონება ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა, უპირველესად უდიდესი დარტყმაა მართლმადიდებელი სამყაროსთვის, სადაც ოჯახურ ურთიერთობას (ქალისა და მამაკაცის ერთობას) განსაკუთრებული ადგილი უკავია.
არადა, ოდითგანვე საკმაოდ გამორჩეული იყო ტრადიციული ქართული ოჯახის ფენომენი, რომელსაც ჯერ მიზეზთა და მიზეზთა გამო ბზარი შეეპარა, დღეს კი აშკარა საშიშროების წინაშე დადგა1..
ხშირად გვესმის, „ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს“, „საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ვერ გაბედავენ“ და ა.შ. ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები იქნება, თუ ერმა თავისი მტკიცე ნება არ გამოავლინა და საკუთარი შეუპოვრობით ანტიქრისტეს მოციქულებს კუდით ქვა არ ასროლინა. ცხადია, სატანასთან ბრძოლა საკმაოდ მძიმე და გაუსაძლისი იქნება (გმირობას კი ყველას ვერ მოსთხოვ), მაგრამ გადარჩენის სხვა გზა, სხვა ხერხი არ არსებობს!!!
არის კი მზად მისი უდიდებულესობა ქართველი ერი ამ ბრძოლისთვის???
მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელმა განსაცდელმა თანაგრძნობისა და თანალმობის კარგი მაგალითი მოგვცა, ვერ ვიტყვით, რომ ერი უფრო სერიოზული განსაცდელებისთვის მზად არის (არადა, ასეთი განსაცდელები გარდაუვალია)!
ამ შემთხვევაში უფრო სულიერ პრობლემებს ვგულისხმობ, ვიდრე მატერიალურ სიდუხჭირეს, რომლის ტყვეობაშიც დღეს საზოგადოება იმყოფება. ღმერთმა ნუ ქნას, ერი მართალი და უფლისთვის თავგანწირული ადამიანებისგან დაიცალოს, მაგრამ ხსნა და გადარჩენა მხოლოდ ერთად ყოფნაში, თავსმოხვეული ბოროტების გაცნობიერებაში და ერთობლივ ბრძოლაშია. „ომი“ კი საკმაოდ მძიმე და უკომპრომისო იქნება!
ყურადღებით ვეცნობოდი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიებს, რომელიც აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოჰყვა. თუ საზოგადოების რეაქციით ვიმსჯელებთ, იმაზე უფრო უარესადაა საქმე, ვიდრე ჩვენ აქამდე გვეგონა. ბევრი იატაკქვეშეთიდან უკვე გამოვიდა და აღნიშნულით საკუთარ კმაყოფილებას არ მალავს. ისინი „ამტკიცებენ“, რომ ამით აშშ-ს სასამართლომ ლგბტ-ს წარმომადგენელთა უფლებები ერთხელ და სამუდამოდ დააკანონა და ამაში არაფერია მიუღებელი.
მართალია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შოკირებულია და აღშფოთებას ვერ მალავენ, მაგრამ ამის იქით ვერ მიდიან - მათ ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებიათ, თუ როგორ უნდა ავაცილოთ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს ეს „სოდომ-გომორული“ ცოდვა, რა ენაზე უნდა ვესაუბროთ საკუთარ ხელისუფლებას, რომ მსგავსი კანონის ინიცირებაც კი არ გაბედოს!
რაც შეეხება საბოლოოდ გაპიდარასტებულ (მაპატიეთ ჟარგონისთვის) ამერიკას, იგი გაშიშვლდა და მსოფლიოს საკუთარი „მისია“ უკვე დაანახა.ვისაც აწი მაინც მოიბრუნდება ენა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხმას ამოიღებს, ის ყველაზე დაუძინებელი მტერია მართლმადიდებელი საქართველოსი!
მე არ მინდა ლგბტ-ს მიმდევარი და მასტიმულირებელი ამერიკა, მე იმპერიული რუსეთი მირჩევნია, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი მუხრუჭი და საპირწონეა სოდომ-გომორისკენ მიმავალი დარჩენილი მსოფლიოსი!
მინაწერი: მამათმავლობა, ლესბოსელობა, ბისექსუალიზმი, სტრანსექსუალიზმი თუ სხვა სახის სექსუალური გადახრები არც თანამედროვე საქართველოსთვისაა უცხო - ჩვენს გვერდითაც არიან მისი მიმდევრები და მხარდამჭერებიც... რა თქმა უნდა, ეს მათი არჩევანია და ამის გამო ეშაფოტზე არ უნდა ავიყვანოთ, მაგრამ არანაირად არ უნდა შევუწყოთ ხელი მათი ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონებას, რომელსაც უფრო დიდი უბედურება - ერთსქესიანებისთვის შვილის აყვანის პროცედურის დაკანონებაც მოჰყვება!
ერთი სიტყვით ბეწვის ხიდზე გავლა მოგვიწევს!!!
ფრთხილად და ყურადღებით გავივლით თუ გადავიჩეხებით, ეს ჩვენს მოხერხებაზე და თავგანწირვაზეა დამოკიდებული!
ზაურ ნაჭყებია