ჩვენ მაინც ოპტიმისტებად ვრჩებით!!!
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ივერიონის“ განცხადება
იმდენი იძახეს, „ივერიონს" რუსეთი აფინანსებსო, ვიღაცამ პუტინთან „დაგვაბეზღა", გაბრაზებულმა პუტინმა კი დაფინანსება შეგვიწყვიტა და დავრჩით პირში ჩალაგამოვლებული!
ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ რეალობაც სანუგეშო ნამდვილად არ არის-ამ გაჭირვებულ ყოფაში ცარიელ ენთუზიაზმზე მუშაობასაც თავისი საზღვარი აქვს და დავრჩით ენთუზიასტების გარეშე...ღმერთმა ქნას, დროებით!
მიუხედავად უკიდურესი ფინანსური პრობლემებისა, „ივერიონი" მაინც არ მოიხსნება top.ge-ს რეიტინგიდან და თავის ერთგულ მკითხველს სისტემატურად შესთავაზებს ანალიტიკური ხასიათის მიუკერძოებელ სტატიებს სხვადასხვა საჭირბოროტო თემებზე ... მიგვაჩნია, რომ, ახლა გაჩუმებისა და “ქვეშიდან გამოსვლის" დრო ნამდვილად არ არის!
მადლობის მეტი რა გვეთქმის „ივერიონის" იმ ჭეშმარიტი გულშემატკივრების მიმართ, რომლებმაც სააგენტოს გადარჩენის მიზნით თავიანთი მოკრძალებული წვლილის შეტანა მოინდომეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის პროფესიონალური გუნდის შესაქმნელად და ქვეყნის „პულსაციის" გასაგებად!
თუ ვინმეს ჩვენთან პარტნიორობის და თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდა, ყველა წინადადებას სიამოვნებით განვიხილავთ და სათანადო გადაწყვეტილებასაც მივიღებთ!
ჩვენ მაინც ოპტიმისტებად ვრჩებით!!!