თამაზ ჭეიშვილი: ხალხი ბრმა და ყრუ არ არის და ერთხელაც ისე აღვარცოფდება, „ვერეს“ სიგიჟე მონაგონი იქნება!
პასუხი ღრმად პატივცემულ დავით ქობალიას, ჩემი მისამართით გამოთქმულ მოზომილ კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ივერიონმა“ გამოაქვეყნა!
ვიდრე ბატონ დავითს ვუპასუხებდე, ჩემ კოლეგას და მეგობარს, სააგენტოს შეფს, ზაურ ნაჭყებიას, მინდა ძმურად, ჩვენებურად ვუსაყვედურო, (იუმორის ფორმით, რასაკვირველია!): მუურე ვამიჩქუ, ზაურ პატენი, სორე ჩქინი ჯიმაკოჩობა? ქობალიას როგორ გააკრიტიკებინე ჩქიმი თავი?:))))
დადიანი რომ ყოფილიყო ხმას არ ამოვიღებდი, თანაბარი იქნებოდა პოზიციები (ბებიაჩემის მხრიდან თავადი ვარ, გენეტიკურად!:))))
ახლა კი თავად დავით ქობალიას სტატიას მივუბრუნდეთ. „დავით ქობალია: ომისთვის და სტიქიური უბედურებებისთვის მშვიდობიანობისას ემზადებიან“.
არავითარი პაექრობა! მე პატივს ვცემ ოპონენტის პოზიციას, თუმცა, სულ ორიოდე სიტყვით ვუპასუხებ, ამ აშკარად დილეტანტურ რეპლიკას:
„ბატონო თამაზ, არ გამიბრაზდეთ და შეურაცხყოფად ნუ ჩამითვლით, რასაც ახლა გეტყვით: _რატომ ერევით იმ საქმეში, რაზედაც წარმოდგენა არ გაქვთ? სად ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობით გამოწვეული სტიქია და სად უკუნ ღამეში შვეულმფრენის შესაძლებლობა?!“
უიმე ბატონო დავით! რად უნდა ამ საქმეს მაღალი დონის სპეციალისტი და „წარმოდგენა“? მადლობა უფალს, „ვიკიპედია“ არსებობს! ვიკიპედიაში წერია: „ფრანგული წარმოების მაშველ ვერტმფრენებს, გარდა სწრაფი მანევრირების უნარისა, გააჩნია ღამის ხედვის აპარატურა და აღჭურვილია ძლიერი პროჟექტორებით... ვერტმფრენების კომპლექტაციაში შედის საკმაოდ გრძელი ლითონის ბაგირი და სამაშველო კალათები, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერ პირობებში დაეხმაროს განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს...“
ბატონო დავით! ვერეს ხეობაში, სახლის სახურავებზე, 30-45 წუთის განმავლობაში ისხდნენ ადამიანები და ციდან ელოდნენ შველას (აქ უფლის წყალობის გარდა, ნარმანიას „ვერტალიოტებიც“ იგულისხმება-თ.ჭ.!), ვინაიდან, ხმელეთიდან, მითუმეტეს წყლიდან, მათი გადარჩენა შეუძლებელი იყო - ხალხი ნარმანიაზე და ღარიბაშვილზე ლოცულობდა და როგორ წარმოიდგენდნენ, რომ ისინი „ვერტალოტებს“ არ აწევდნენ ჰაერში?!
როგორ წარმოიდგენდნენ განწირული ადამიანები, რომ ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო... მათ გადასარჩენად შვეულმფრენებს არ გამოიყენებდა?
ბოლოს და ბოლოს „ქართული ოცნება“ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ არა?
არ მითხრათ ეხლა ბატონო დავით - „რაზედაც წარმოდგენა არ გაქვსო“!... საქართველო, როგორც მთაგორიანი ქვეყანა წყალმოვარდნების და მეწყერების რისკის ზონას განეკუთვნება და გულგრილობა და არაკომპეტენტურობა კი არა, დანაშაულია, როცა გლობალური დათბობის პირობებში, მეწყერებისა და ღვარცოფების ქვეყანაში არ არის ე.წ. შეტყობინებების სისტემა, ანუ, როცა ახალდაბასთან მეწყერი ჩამოწვა და გადახერგილ ხეობაში წყალმა დაგროვება დაიწყო, ეს უკვე უნდა სცოდნოდა შესაბამის სამსახურებს და განგაში უნდა გამოცხადებულიყო!
გამოცხადდა განგაში? არ გამოცხადდა ბატონო დავით!
ესეიგი, როგორც „ნაცებმა“, ასევე „ქოცებმა“ გამოიჩინეს გაუგონარი გულგრილობა, აღარაფერს ვამბობ სააკაშვილის მიერ „დაპროექტებულ სათამაშო გზებსა და ავტობანებზე“!
იცით რამდენი მეწყერსაშიში ზონაა საქართველოში? გაგიკვირდებათ ალბათ! რამოდენიმე ათასია! მხოლოდ თბილისშია ხუთი რეალური „მეწყერული ნაღმი“, აღარაფერს ვამბობ პატარ პატარა „ნაღმუკებზე“!
გამაგებინეთ, დავით ბატონო, რა ქვია ამას, როცა არც „ის“ და არც „ეს“ მთავრობა არ ქმნის სასწრაფოდ და გადაუდებლად მეწყერებისა და ღვარცოფების მოვარდნის შეტყობინების სისტემას და არ გააჩნია სპეციალური, ხაზს ვუსვამ, სპეციალური სამაშველო სამსახური, თავისი სამაშველო შვეულმფრენებით?
რაც შეეხება იმ სამაშველო ფრანგულ შვეულმფრენებს: „ამ საფრენი აპარატების ტექნიკური მონაცემები საშუალებას იძლევა, დაეკიდოს მაღალი ხეების, ანძების ნაგებობების თავზე და ჩამოშვებულ ბაგირზე მიმაგრებული კალათით, მაშველის დახმარებით, სახლის სახურავიდან ან სხვა ადგილიდან აიყვანოს დასაღუპად განწირული ადამინები“. წაიკითხეთ ბატონო დავით, უეჭველად წაიკითხეთ, ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია.
რა გამოდის, მომზადებული ვერტმფრენებით და გაწვრთნილი ეკიპაჟებით, ყველას თუ არა ათს, ხუთს... სამ ადამიანს მაინც ხომ გადავარჩენდით? განა ერთი სიცოცხლის გადარჩენა მაინც არ ღირდა იმად რომ საჯდომები გაენძრიათ თავის დროზე ყველას დაწყებული პრეზიდენტიდან დამთავრებული ქალაქის თავით და შეექმნათ ღირსეული სამაშველო სამსახურები მთისა და ხეობების პირობებში ადამინების გადასარჩენად?!
რეალურად 22 ადამიანი დაიღუპა! დაიღუპა ხელისუფალთა(ორივეს ვგულისხმობ) უუნარობის, გულგრილობის უტვინობის გამო!
იმის გამო, რომ თბილისში არსებული სწორედ რომ ფრანგული სამაშველო ვერტმფრენები უმოქმედოდ იდგა საგანგებოდ გაწვრთნილი ეკიპაჟებისა და მაშველების გარეშე!
22 უდანაშაულო სიცოცხლე წყალმა წაიღო მიხეილ სააკაშვილის იდიოტური ამბიციებისა და ნარმანიასა და ღარიბაშვილის დაბნეულობისა და მოუმზადებლობის გამო და არ უნდა ამას „ნაფტალინში ჩადებული პარტიების წაქეზება ხელისუფლების წინააღმდეგ“!
ხალხი დებილების ჯოგი არ არის!
თუ არ, ან ვერ გამოხატეს მრისხანება მომხდარის გამო, ეს არ ნიშნავს, რომ ბრმები ან ყრუები არიან!
ხალხი ჩემზე და თქვენზე კარგად არის გარკვეული... ხალხს არაფერი ეშლება და თუ გაგრძელდა ჩვენდამი „გულგრილობა“ ისე ავზვირთდებით და ავღვარცოფდებით, ვერეს „სიგიჟე,“მოგონილი იქნება!
რა მექნა ამის შემდეგ რაც თავს დაატყდა დედაქალაქს, მადლობა ვისთვის გადამეხადა „იმ“ თუ ამ მთავრობისთვის?
შეიძლება ცხელ გულზე ზომაზე მეტად შევაფუცხუნე ქვეყნის და ქალაქის ხელისუფლება... თუმცა ამასაც აქვს გამართლება: იმ ღამით, ჩემი უმცროსი ვაჟი და მისი მეგობარი სასწაულად დაუსხლტდნენ იმ ჯოჯოხეთს და მათი, როგორც სპორტსმენი „ოფროუდერების“ გამოცდილება და გააზრებული მოქმედება, ასევე ექსტრამალური პირობებისთვის მომზადებული სპორტული ჯიპი რომ არა (საჰაერო და გამონაბოლქვის მილი სახურავზე მაღლაა)... წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდებოდა....
ისე, დავით ბატონო, კი გიცდიათ იუმორი გამოგეყენებინათ „კორექტული კრიტიკის დროს“ :)))) თქვენი ბედი, რომ არ გამოგივიდათ ეგ საქმე, თორემ დაგამარცხებდით, ორივე ბეჭით დაგდებდით „კრიტიკის ტატამზე“!:)))))))))
თამაზ ჭეიშვილი