ირაკლი ღარიბაშვილი: "ხუდონჰესზე" გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოში დარჩება!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ "ხუდონჰესის" პროექტყში ცვლილებები შედის.
ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ინვესტორი აქამდე ვალდბული იყო გამომუშავებული ელექტროენერგია სამი თვის განმავლობაში საქართველოში დაეტოვებინა, ცვლილებების შემდეგ მთელი წლის განმავლობაში დატოვება მოუწევს.
"მიმდინარეობს 2011 წლის გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე საუბარი. კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, რომ ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სამი თვის ნაცვლად მთელი წლის განმავლობაში დატოვოს საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშილმა.
გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან დაწყებულია.