ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მაია მიმინოშვილის ვერდიქტი - აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება!

მაია მიმინოშვილის ვერდიქტი - აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება!

საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა თანხმდება პოზიციაზე, რომ აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება. 

ასე განმარტეს  საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

 

"ახალი უნივერისტეტის" რექტორ თამარ გარდაფხაძის თქმით, მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ აბიტურიენტებს შეცდომის გამო მეორადი ჩარიცხვის უფლება არ უნდა მიეცეთ. 

"ჩვენ მოვისმინეთ მაია მიმინოშვილის პოზიცია. მან სამართლიანად განაცხადა, რომ აბიტურიენტების შეცდომის გამო მეორადი ჩარიცხვის უფლება არ უნდა მიეცეთ, კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს და ჩვენ ამაში ვეთანხმებით მაია მიმინოშვილს", - განაცხადა თამარ გარდაფხაძემ. 

"საქართველოს უნივერსიტეტის" წარმომადგენლის, მანანა სანაძის ინფორმაციით კი, მეორადი ჩარიცხვები ამ ეტაპისთვის ტექნიკურადაც კი შეუძლებელია. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: