ირაკლი ღარიბაშვილი: ამბასადორიალი არის ფორმატი, რომელიც უნდა გაგრძელდეს!

ირაკლი ღარიბაშვილი: ამბასადორიალი არის  ფორმატი, რომელიც უნდა გაგრძელდეს!

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,"ამბასადორიალი 2015"- ის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. დახურულ შეხვედრაზე მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები, მიღწეული პროგრესი და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.

 

"ამბასადორიალი არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ და ის წარმატებით გრძელდება. ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იყო ეს სამი დღე. ჩვენ ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა ელჩებთან. მე მათ ვესაუბრე ჩვენს გეგმებზე. ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ სიტუაციაზე, გამოწვევებზე, საფრთხეებზე, რომელიც არსებობს. ჩვენ ერთობლივად დავსახეთ გეგმები მომავალი წლისთვის, ასე რომ, მიმაჩნია, ეს არის სასარგებლო ფორმატი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. მე შევპირდი ელჩებს, რომ იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისი განმარტებით, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაეხმარება ელჩებს, რათა დროულად გადაუჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ აქვთ.

 

 

"მე მათ შევთავაზე აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან და შევთანხმდით პირდაპირი კომუნიკაციის გზების შექმნაზე. კომუნიკაცია არის აუცილებელი, რომ ელჩებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია და სრულად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში, რომელიც არის ქვეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: