თინა ხიდაშელი: სად წავიდა თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი მილიარდნახევრიანი ბიუჯეტი ?!

თინა ხიდაშელი: სად წავიდა თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი მილიარდნახევრიანი ბიუჯეტი ?!

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში სვამს შეკითხვას - სად წავიდა თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი მილიარდნახევრიანი ბიუჯეტიდან თანხები და რატომ არის დაუსრულებელი ყაზარმები, სასადილოები, სარბენი ბილიკები, სპორტული ნაგებობები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

"მე დავდე პირობა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის საქართველოში ჯარის არც ერთი სასადილო არ იქნება ხონის სასადილოზე ნაკლები. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოგვარება და ამაში "ქართუ" გვეხმარება. ყველაზე დიდი პრობლემაა ლოჯისტიკური საკითხები და ინფრასტრუქტურული, რაც ფულთან არის დაკავშირებული. ტრაგიკულია, როდესაც ამას ვამბობ, რადგან ამ ქვეყანას თავდაცვაში სამი წლის განმავლობაში მაინც ჰქონდა მილიარდნახევრიანი ბიუჯეტი და სულ არის კითხვა - სად წავიდა. არის რაღაცები, რაც საერთოდ ვერ იხსნება. ვერ დაასახელებთ ერთ საკითხს მაინც, რომელიც ჯარში დასრულებული იყოს - ყაზარმა, სასადილო, სარბენი ბილიკები, სპორტული ნაგებობები, ლაზარეთი, რა ვიცი, ერთი საკითხი მაინც", - აცხადებს ხიდაშელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: