ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონთან, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 1 ოქტომბრიდან დაიწყებს.
საქარტველოს ფინანსტა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო ბანკის ყოფილი რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომლის დაფინანსებითაც ქვეყანაში ხორციელდება როგორც საბიუჯეტო მხარდაჭერის, ისე ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულების პროექტები.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, მსოფლიო ბანკი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოში დაწყებული პროექტებისა და მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერას.
"მინისტრმა ასევე კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ჰენრი კერალის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში მთავრობასა და მსოფლიო ბანს შორის არსებული პარტნიორობისთვის, აღნიშნა, რა, რომ სწორედ მისი უშუალო ჩართულობით ქვეყანაში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებს"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს მერსი ტემბონს მსოფლიო ბანკში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მან ბანკში 2000 წელს დაიწყო მუშაობა განათლების სპეციალისტად აფრიკის რეგიონის ადამიანური რესურსების განვითარების განყოფილებაში. საქართველოში დანიშვნამდე მას არაერთ პოზიციაზე უმუშავია, აქედან ბოლო ორი აფრიკის რეგიონში. იგი იყო ჯერ ტანზანიის, შემდეგ კი ბურკინა ფასოს ოფისის ხელმძღვანელი.