ისრაელის ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით თბილისში რამდენიმე პროექტი იწყება

ისრაელის ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით თბილისში რამდენიმე პროექტი იწყება

დღეს თბილისს ისრაელის ოფიციალური დელეგაცია ეწვია. მის შემადგენლობაში არიან ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი და სამი დეპუტატი, ბიზნესმენები და წამყვანი მედიის 30 წარმომადგენელი.

 

დელეგაცია თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებით ჩამოდის და დაგეგმილია მათი მონაწილეობა სამი მრავალმილიონიანი პროექტის დაწყების ოფიციალურ ღონისძიებაში.

 

დღეს, 12:00 საათზე ისრაელის დელეგაცია თბილისის მერთან, დავით ნარმანიასათან ერთად დაესწრება თბილისში ისრაელური ინვესტიციით ბუტიკ სასტუმრო "გერგეთის" საფუძვლის ჩაყრას (გერგეთის ქუჩა).

 

16:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია, ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საქართველოს ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე, საქართველო- ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე და ისრაელის დელეგაციის სხვა წევრები დაესწრებიან: თბილისში "ისრაელის სახლის" ახალი ოფისის გახსნას, 13 ივნისს თბილისში სტიქიით დაზარალებული ორი ოჯახისთვის საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ შეძენილი ბინებისა და შშმ ბავშვისათვის ისრაელიდან ჩამოტანილი ელექტროეტლის გადაცემას, ქართველი მომღერლის, ქრისტი ჯაფარიძის ებრაული დისკის პრეზენტაციას, ისრაელური ინვესტიციით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "რიქსოსის" მშენებლობის ბოლო ეტაპის თანადაფინანსების ხელმოწერას "საქართველოს ბანკთან" ერთად, საქართველოში Hi-TECH-ის პირველი ისრაელური ექსელერატორის პროექტის წარდგენას, იერუსალიმში თბილისის მერის ვიზიტის შეჯამებას, დისკუსიას თემაზე: "პრესის როლი საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: