გიორგი ქადაგიძე: საქართველომ უზარმაზარი პროგრესი აჩვენა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონსტისპირა ქვეყნებში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენ გვაქვ ძალიან დიდი ამბიციები, რომ სულ მცირე რეგიონში, მაგრამ ასევე გლობალური მასშტაბით ვიყოთ ნაკლებად კორუმპირებული , დაბალი გადასახადების მქონე და ბიზნესისთვის მეგობრულად განწყობილი ქვეყანა.
როგორც ქადაგიძემ განმარტა, 15 წლის წინ საქართველო იყო პოსტსაბჭოური და ძალიან კორუმპირებული რიგითი ქვეყანა, დღეის მდგომარეობით კი, მან უზარმაზარი პროგრესი აჩვენა.
"ასევე გაგვიჭირდება გარკვეული გარღვევა დასაქმების სფეროში, რაც მნიშვნელოვანია. რაც გაკეთდა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ სად ვართ ამ ეტაპზე. ამისთვის აუცილებელია შევხედოთ გლობალურ სურათს. გლობალური სურათი კი შემდეგია, გასული საუკუნის განმავლობაში ბევრი განვითარებული ქვეყანა ვითარდებოდა შემდეგნაირად – იწყებდა როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, შემდეგ გადადიოდა წარმოებაზე, ამის მერე კი ყალიბდებოდა სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკად. ახლა ყველა განვითარებული ქვეყანა უმეტესწილად ორიენტირებულია სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკიზე. როგორია საქართველოს მაგალითი? საქართველომ დაიწყო როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანამ, ჩვენ არ გვქონდა საკმარიის დრო რომ ურბანიზაციის პროცესი გაგვევლო და მთლიანად ვერ მივედით ვერც ერთ ინდუსტრიულ წარმოებაზე და ახლა ვცდილობთ, რომ ავაშენოთ სერვისზე დაფუძნებული ეკონომიკა. მოკლედ რომ ვთქვათ, ვცდილობთ დაბალი, ნაკლებად ეფექტური, ნაკლებად პროდუქტიული სოფლის მეურნეობის სექტორი გადავაქციოთ მაღალშემოსავლიან სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკად. მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანი არის ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ბაზრის მოძებნა, მაშინ ჩვენ არ გვექნება დიდი არჩევანი. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ უნდა შევეცადოთ მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის რესტუქტურიზაცია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განათლების სფეროში მეტი ინვესტიციის ჩადების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი იქნება თანამედროვე სამყაროში კონკურენციის გაწევა.
"21-ე საუკუნეში ერთადერთი რესურსი არის განათლებული და თავისუფალი სამუშაო ძალა – კადრი. რომ დავუბრუნდეთ იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ, მინდა მარტივი ჭეშმარიტება გავიმეორო – თუ ძალიან ძლიერი ინვესტიცია არ განხორციელდება განათლების სფეროში, თუ არ შევეცდებით და არ ავამაღლებთ ჩვენი მუშა ხელის კვალიფიკაციას, თუ არ წავალთ ეკონომიკის პოლიტიკის შეცვლისკენ, ძალიან ძნელი იქნება თანამედროვე სამყაროში კონკურენციის გაწევა. ჩვენ უნდა გავხდეთ კონკურენტები. 21-ე საუკუნის გლობალიზებულ სამყაროში ან ხარ დიდი გლობალიზებული, დიდი თანამედროვე საზოგადოების წევრი, ან ხარ სადღაც სხვაგან", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.