საგარეო უწყება ვენესუელასა და აფხაზეთს შორის ე.წ. უვიზო რეჟიმის შესაძლო შემოღებას სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს

საგარეო უწყება ვენესუელასა და აფხაზეთს შორის ე.წ. უვიზო რეჟიმის შესაძლო შემოღებას სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს

ვენესუელასა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება, იქნება ეს ვენესუელაში "აფხაზეთის საელჩოს" გახსნა, "აფხაზეთში ვენესუელის ელჩის" დანიშვნა, ე.წ. უვიზო რეჟიმის შემოღება არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

"2009 წლის სექტემბერში ვენესუელამ, რუსეთის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობა", რითიც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. შესაბამისად, კარაკასსა და სოხუმს შორის ნებისმიერი შეთანხმება, იქნება ეს ვენესუელაში "აფხაზეთის საელჩოს" გახსნა, "აფხაზეთში ვენესუელის ელჩის" დანიშვნა და რწმუნებათა სიგელების გადაცემა, ე.წ. "უვიზო რეჟიმის" შემოღება თუ სხვა, იმთავითვე უკანონოა და, საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს. სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყებაში ვენესუელის დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციის წევრებს ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა შეხვდა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: