ფილიპ ჰამონდი გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს

ფილიპ ჰამონდი გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს

"გაერთიანებული სამეფო კვლავ გააგრძელებს საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას" - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნის ფილიპ ჰამონდის მისალოც წერილში, რომელსაც იგი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს უგზავნის.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფილიპ ჰამონიდს  წერილში განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების ისტორიულ მნიშვნელობაზეა  გამახვილებული.

 

"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს მოუტანს საქართველოს და ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას" - აღნიშნავს ფილიპ ჰამონდი, და იქვე დასძენს, რომ ის მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და "ქვეყანა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონულ კვანძად აქციოს". სახელმწიფო მდივანი წარმატებას უსურვებს საქართველოს "ახალი აბრეშუმის გზის ფორუმის" ჩატარებაში, რომელიც თბილისში, ოქტომბერშია დაგეგმილი.

 

წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოსა და ნატოს შორის მზარდი პარტნიორული ურთიერთობები.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: