რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მუშაობა დროებით შეჩერდება
თბილისის მერიის განცხადებით, რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა გეგმური შემოწმების გამო, 10-დან 20 სექტემბრამდე მგზავრების მომსახურებას შეაჩერებს.
რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკვაშირებელი საბაგირო გზა 2012 წლიდან ფუნქციონირებს და დღეში საშუალოდ 2 500 მგზავრს ემსახურება. ის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და სისტემატური შემოწმება უსაფრთხოების ნორმის დასაცავად ერთ-ერთი მთავარი პირობაა.