ედუარდ შევარდნაძე: ორხელისუფლებიანობა დამღუპველია საქართველოსათვის!

ედუარდ შევარდნაძე: ორხელისუფლებიანობა დამღუპველია საქართველოსათვის!

ყოფილი ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თვლის, რომ ჩვენი უცხოელი "მეგობრები"-ს მოწოდება, რომ დემოკრატიულად მომხდარიყო ხელისუფლების გადაბარება, მხოლოდ ლოზინგები იყო და მეტი არაფერი. ისინი მზად იყვნენ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მაგრამ ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და მათ იმედები გაუცრუა...


პოლიტიკური დაპატიმრებების მასშტაბები, თან ისეთი ფორმებით, როგორც სააკაშვილს მოსვლის დროს ხდებოდა, მსოფლიოს არ ახსოვს, მაგრამ მაშინ არც გაგიჟებულა რასმუსენი და  არც ევროპელი კოლეგები და ახლა რამ შეაწუხათ? კითხულობს შევარდნაძე.


მისთვის კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის განცხადება ბრიუსელში ჩასვლისას, რომ ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტია, ორხელისუფლებიანობა კი დამღუპველია ნებისმიერი ქვეყნისთვის. "სააკაშვილის თავისი განცხადებით წამოსცდა, თუ რა გეგმები აქვს მომავალში" _ აცხადებს ექსპრეზიდენტი გაზეთ ასავალ-დასავალთან" საუბრისას.


რაც შეეხება დაჭერების სერიას, მას სამართალდამცავებს არავინ აუკრალავს, ოღონდ, მათი ეს ქმედება მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული. რაც შეეხება სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას, შევარდნაძე ამბობს: "მე ხელი სააკაშვილის გადაყენებას მაშინ მოვაწერე, როცა ვთქვი _ მიშა წავა, ბიძინა მოვა-მეთქი!"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: