ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გრანტის არმქონე სტუდენტებს გამოცდების ეროვნული ცენტრი დასაქმებას სთავაზობს

გრანტის არმქონე სტუდენტებს გამოცდების ეროვნული ცენტრი დასაქმებას სთავაზობს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც იმ სტუდენტების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რომელთაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი და თავად უწევთ საკუთარი განათლების დაფინანსება.

 

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხშირად ახალგაზრდები საკმაოდ მძიმე სამუშაო გრაფიკსაც თანხმდებიან ხოლმე, რაც პრაქტიკულად აღარ უტოვებს მათ სწავლისათვის საჭირო დროს. ცენტრი ასეთ სტუდენტებს თანამშრომლობას სთავაზობს.

 

"ბაკალავრიატის საფეხურის დასრულებამდე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ტრენინგებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდნენ დროებით სამუშაოებზე (მაგ.: გამოსაშვები გამოცდების მეთვალყურეობა, არაკონფიდენციალური მონაცემების დამუშავება და ა.შ).

 

პირველ ეტაპზე პროექტში რამდენიმე სახელმწიფო სასწავლებლის (თსუ, სტუ, ილიაუნი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია) ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ცენტრმა სასწავლებლებს უკვე მიმართა თხოვნით, რომ 20 სექტემბრამდე მიაწოდონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამ სტუდენტების სია და გაუწიონ მათ შესაბამისი რეკომენდაცია.

 

სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დაიწყონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა, შეუძლიათ მიმართონ ფაკულტეტის ან სასწავლებლის ადმინისტრაციას",- აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: