შესაძლოა ნარკოტესტირების წესები შეიცვალოს

შესაძლოა ნარკოტესტირების წესები  შეიცვალოს

სამოქალაქო სექტორის ნაწილი სამართალდამცავების მიერ გონივრული ეჭვის საფუძველზე ქუჩიდან ადამიანების ნარკოტესტირებაზე გადაყვანის პრაქტიკის მთლიანად გაუქმებას მოითხოვს. არასამთავრობოები განმარტავენ, რომ პროცესი დამამცირებელი და არაეფექტურია.

 

სტატისტიკის მიხედვით, 2013-2014 წლებში ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი ტესტირებაზე წარდგენილთა მხოლოდ 30%-ს დაუდგინა.

 

კომიტეტის წევრების ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებებზე შემოწმების სრულად გაუქმებას მხარს არ უჭერს.

 

პეტიციის გარდა პარლამენტმა ნარკოტიკული შემოწმების შესახებ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტიც უნდა განიხილოს. ცვლილებების მიხედვით, პირის ნარკოტიკულ საშუალებებზე შემოწმება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით უნდა მოხდეს.

 

ნაციონალურ მოძრაობაში კი მიიჩნევენ, რომ ნარკოტესიტირების პრაქტიკის გადახედვის გარდა უნდა შეიცვალოს სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა ნარკოდამოკიდებულების მიმართ.

 

ნარკოტესტირების პრაქტიკის გადახედვის პროცესში ჩართვას შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს. უწყებაში პროცედურის მთლიანად გაუქმებას არ ეთანხმებიან, თუმცა პრაქტიკის დასახვეწად მუშაობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: