რობერტ სტურუა: მოვდივარ, მოვდივარ!!!
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრს რობერ სტურუა უბრუნდება. ამის შესახებ მან განცხადება ფაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
"ივერიონი" ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გადავწყვიტე! მოვდივარ! თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკოს (ჩიქობავას) კუთვნილებაა, არც - ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მმართველმა მურმანივით რომ შეასია თეატრს. მოვდივარ! ეს თეატრი ილიას, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს, ამ უზურპატორებს გავუსწორდე. ვინ არიან ეს "პუკები" ან გაზარმაცებული მსახიობები - თამაში რომ აღარ უნდათ, უბრალოდ ეშინიათ. ან იმ რეჟისორების სიამაყე, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდ რომ იმეორებენ? ამიტომ მოვდივარ! ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია, არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რაჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს, ერთი წიგნით მეტი მაინც... და იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისაც ხელფასი ბევრად დაბალი აქვთ, ვიდრე უნიჭო არტისტებს, ნამდვილად ვუშველი. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსთაველის თეატრია! ქართველების ერთადერთი თეატრი, სამწუხაროდ...
მოვდივარ!" - წერს რობერტ სტურუა.
შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქსენოფობიური განცხადებების გამო, კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ 2011 წელს გაათავისუფლა.