ბუნებრივი რესურსებს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩაიბარებს

ბუნებრივი რესურსებს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩაიბარებს

გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად დამატებით ფუნქცია _ ბუნებრივი რესურსების მართვა დაემატა. ეს კომპეტენცია აქამდე ენერგეტიკის სამინისტროს ჰქონდა.


პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავჯდომარეობის კანდიდატის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ეს ცვლილება სამინისტროს საქმიანობაზე დადებითად აისახება.


"ამ ცვლილებით გარემოს დაცვის სამინისტრო შეიძენს იმ სახეს, რომელიც მას რეალურად უნდა ჰქონდეს. ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ევროკავშირის წინაშე ავიღეთ, არ არის შესრულებული. ბუნების დაცვის სფეროში, ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩვენთვის ევროკავშირის კარი შესაძლოა, დიდი ხნით დაიხუროს.  ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ფუნქციონალურად კარგად გამართული სამინისტრო", _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: