საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელები პირადად მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელები პირადად მოიწვია

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის სატრანსპორტო სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მიმართულება და საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ცენტრი, შესაფერისი ადგილია აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დიალოგისთვის.

 

"აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც თბილისში 15-16 ოქტომბერს გაიმართება, ჩინეთიდან არაერთი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება -საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელები პირადად მოიწვია.

 

პეკინში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინიციატივო პროექტში -"ახალი აბრეშუმის გზა" მონაწილეობის შესახებ, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ეპოქაში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: