ოთარ დანელია:ჩვენი სურვილია, გლეხები ვერავინ შეიყვანოს შეცდომაში

ოთარ დანელია:ჩვენი სურვილია, გლეხები ვერავინ შეიყვანოს შეცდომაში

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთში იმ გლეხებთან შესახვედრად ჩავიდა, რომლებმაც დღეს აქცია გამართეს.

 

 

"ჩამოვედით, მაგრამ გლეხებს ვერ შევხვდით, რადგან ადგილზე აღარ არიან. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია და ეს ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით. პირველი - ეს არის სუბსიდირება, რომელიც ძალაში დავტოვეთ (35 თეთრი თეთრ ყურძენზე და 15 თეთრი შავ ყურძენზე). მეორე - ყველა რეგიონში მოწყობილია სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები, სადაც ყურძენს საკმაოდ მაღალი ფასები აქვს და გლეხებს შეუძლიათ ალტერნატივად ეს განიხილონ და მესამე - მზად ვართ, ჩვენც ჩავიბაროთ ყურძენი იმ შემთხვევაში, თუ მას არ იბარებს კერძო სექტორი. ჩვენი ფასი არის იმაზე იაფი, ვიდრე საბაზრო ფასი, რადგან ჩვენ არ გვინდა ვიყოთ კერძო სექტორის კონკურენტი. რაც მოხდა გუშინ და ხდებოდა დღეს, თვალსაჩინოა, რომ მართული პროცესია. ჩვენი სურვილია, გლეხები ვერავინ შეიყვანოს შეცდომაში და არ ჰქონდეს ამას სპეკულაციის სახე", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: