დუშეთში ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

დუშეთში ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

დუშეთის რაიონის სოფელ ცივწყაროსთან ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.


თბილისისკენ მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომობილი ფასანაურის მიმართულებით მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.


ავარიის შედეგად ორი მამაკაცი და ორი ქალი გარდაიცვალა.   


მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ცხედრები იმდენად დაზიანებული იყო, რომ მათ გადმოყვანას სამი საათი დასჭირდა.  წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.


მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: