ვინ დააბრუნებს ქართველ მეზღვაურებს?
საგარეო საქმეთა სამინისტრო პანამის ნაპირებთან რეიდზე მდგომი გემის ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოდ დაბრუნების ტექნუკურ დეტალებზე იწყებს მუშაობას.
ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინსიტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტაბატაძემ გააკეთა.
გიორგი ტაბატაძის თქმით, სამინისტროს ინფრომაციით, გემის მეპატრონე ნიგერიის მოქალაქეა და გემზე 12 ქართველი მეზღვაური იმყოფება. პანამის ხელისუფლება გემს ნაოსნობის უფლებას არ აძლევს, რადგან გემი ტექნიკურად გაუმართავია. გემზე მყოფი მეზღვაურები აცხადებენ, რომ უკვე 3-4 თვეა გაჩერებულები არიან.