ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ვასილ მაღლაფერიძე:ფაქტია, სასწრაფოდ არის ზომები მისაღები!

ვასილ მაღლაფერიძე:ფაქტია, სასწრაფოდ არის ზომები მისაღები!

გადაცემა 20/30"-ის პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე საქართველოს დედაქალაქში გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის შესახებ აცხადებს და აღნიშნავს, რომ თბილისის ქუჩებში საცობებს მძღოლთა დაუდევრობა, ასევე ამ სფეროში არაკომპეტენტური ადამიანების მუშაობა იწვევს.

 

"საცობი არ იყო არც 8.30, არც 9.00, არც 9.30, ასე რომ მაინცდამაინც სწავლის დაწყებას ვერ დაუკავშირდება. რაღაც სხვა მიზეზია.

როგორც ჩანს, ამ სფეროს სპეციალისტები არ გვყავს. ყველაფერს ნაგვის მანქანებს და დისტრიბუციის მანქანებს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ, ფაქტია, რომ ისევ პიკის საათებში გააქვთ ნაგავი, შემოაქვთ პროდუქცია და კეტავენ ქუჩებს.

 

ამას ემატება ისიც, რომ ვისაც არ ეზარება, კვეთს ღერძულა ხაზს, საპირისპირო მხარეს გადადის და ქმნის საცობს, თუმცა, ამისთვის არ ჯარიმდებიან. ამას ემატება არასწორად გაჩერებები.

ფაქტია, სასწრაფოდ არის ზომები მისაღები!

 

სამწუხაროდ, მას შემდეგ , რაც გმირთა მოედნის ესტაკადა გაიხსნება, დიდი ალბათობით, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, ვინაიდან სპეციალისტობა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ესტაკადა არასწორად არის დაპროექტებული და მანქანების ნაკადები სხვადასხვა ზოლიდან ერთმანეთს ეჯახებიან!"- აღნიშნავს მაღლაფერიძე. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: