23 ნოემბერს პატიმრებს შეიწყალებენ
შეწყალების კომისია პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დღეს ძველი შემადგენლობით შეიკრიბება და 23 ნოემბერს დაგეგმილი შეწყალებების საქმეებს განიხილავს.
შეწყალების კომისია 1000-ზე მეტი ყველა ტიპის პრობაციონერის საქმეს განიხილავს.
შეგახსნებთ, რომ შეწყალების კომისია ძველი შემადგენლობით ახალ წლამდე იმუშავებს.
საქართველოს პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას შემდეგ კვირას დაიწყებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედითაც ახალ წლამდე ყველა ტიპის დანაშაულში ბრალდებულებს შეიწყალებენ.