ნინო ზურიაშვილი: პროკურატურა ძალიან უნამუსოდ მოიქცა!

ნინო ზურიაშვილი: პროკურატურა ძალიან უნამუსოდ მოიქცა!

„პროკურატურა ძალიან უნამუსოდ მოიქცა, როცა „კომპიუტერშჩიკებს“  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მოსმენებისთვის. 19-20 წლის ძალიან მაგარი სპეციალისტები არიან, რომლებიც თავისი ნიჭიერების გამო შარში გაეხვნენ!!! ეგენი უნდა გათავისუფლდნენ ჩემი აზრით“.


ამის შესახებ სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი  ნინო ზურიაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე  წერს და აცხადებს, რომ დაკავებულები პროფესიონალები არიან.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა შსს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ბექა კვარაცხელიას ჩვენება, რომელშიც ამბობს, რომ ვაჟა ლილუაშვილისგან მიიღო დავალება, ისეთი სახის კომპიუტერული პროგრამა შეექმნა, რომლის მეშვეობითაც მოახდენდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან საჭირო ინფორმაციების ფარულად მოპოვებას.
 
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ასეთი პროგრამა შეექმნა, ვაჟა ლელუაშვილმა და დეპარტამენტის დირექტორმა დათა ახალაიამ მას შეუქმნეს ყველანაირი პირობა:
 
"კარგი პროგრამისტი, ვინც კი მოწონებას და ნდობას დაიმსახურებდა, ჩემი მოთხოვნით, ვნიშნავდით სამსახურში, უბრალოდ, გასაუბრების გავლის საფუძველზე. აქვე განვმარტავ, რომ მაღალი დონის პროგრამისტები უმეტესობა ერთმანეთს ვიცნობთ. მე სამსახურში მივიღე ვასილ ჯამალაშვილი და ავთანდილ სოლომონიშვილი, რათა ისინი დამხმარებოდნენ ამ პროგრამის შექმნაში. ამ საქმისთვის ასევე მეხმარებოდა ერმალოზ ებანოიძეც, რომელიც არის ჩემი თანამშრომელი. ფაქტიურად, ჩვენი სამსახური მუშაობდა მხოლოდ ამ საქმეზე, სხვას არავინ არაფერს არ გვთხოვდა", - აღნიშნავს კვარაცხელია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: