შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საქმეები გადაიხედება
სამხედრო პოლიციის ახალი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კახა ჩიხრაძე დეპარტამენტის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. მან სამმართველოს უფროსებთან ერთად გასულ კვირას ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და სამომავლო გეგმები განიხილა.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელის ინიციატივით, შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საქმეების გადახედვა დაიწყება. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადებაც იგეგმება. სამხედრო პოლიციის უფროსის განცხადებით, ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება.