დაიჭერენ თუ არა ერეკლე კოდუას, გია ბარამიძეს და გიგი უგულავას
"ერეკლე კოდუას, გია ბარამიძეს და გიგი უგულავას იჭერენ?!" ამ სათაურით აქვეყნებს ინტერვიუს გაზეთი "ქრონიკა" მთავარ პროკურორ, არჩილ კბილაშვილთან.
"საქმე უნდა დაიწყო გზის გასუფთავებით, რაც პირველ რიგში ხელს გიშლის იმის გაწმენდით"-ასე განმარტავს არჩილ კბილაშვილი გახშირებულ დაჭერებს.
გენერალური პროკურორის განცხადებით, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე მოხდა: გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, 26 მაისის და 7 ნოემბრიოს მონაწილეები. "მე მათი სულების წინაშე ვარ ვალში. მიმაჩნია, რომ ჩემი აქ ყოფნა მათი სიცოცხლის ხაჯზე მოხდა"-ამბობს ინტერვიუში კბილაშვილი.
12 ნოემბერს დაიწყო მუშაობა სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გახმაურებულ საქმეებზე. მთავარი პროკურორი გაზეთ "ქრონიკიდან" მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს ვისაც აქვს პროკურორის ან გამომძიებელის მიმართ კომპრომატი, მიმართონ იუსტიციის სამინისტროს, გენერალური ინსპეციის უფროსს. რადგან სწორედ მათ ევალებთა მსგავსი საქმეების გამოძიება.
საზოგადოებაში ჩნდება კითხვები: დაიჭერენ თუ არა ერეკლე კოდუას, დათა ახალაიას და ქალაქის მერს-გიგი უგულავას, რომლის მიმართაც არაერთი კომპრომატი გამოქვეყნდა მედიაში.
ყველას ახსოვს ერეკლე კოდუასთან დაკავშირებული ინციდენტი, როცა ის იყო "სოდის" უფროსი.
შეგახსენებთ, რომ ღამის საათებში მობილურ ტელეფონზე დაურეკა ნანუკა ჟორჟოლიანს სვანმა ახალგაზრდამ. მეორე დღეს ეს ახალგაზრდა სამარშუტო ტაქსიდან მოიტაცეს, ნარკოტიკული ნივთიერება გაუკეთეს და მოდულის შენობაში სასტიკად სცემეს. ამ ფაქტთან დაკავშირებიღ მთავარი პროკურორი აღნიშნავს, რომ, პირდაპირი გაგებით, ეს საქმე არავის გახსნებია. მაგრამ, ეს ძალიან სკანდალური საქმეა. "ჩვენ ამას ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოვიძიებთ, სვანმა დაზარალებულმა აუცილებლად უნდა მოგვმართოს, თუ უკვე არ მოუმართავს. ასევე აუცილებლად დაიწყება აფრასიძეების ოჯახზე თავდასხმის საქმის გამოძიება, რომელიც ძალიან რეზონანსულია. მესმის, საზოგადოება ჩვენგან სისწრაფეს მოითხოვს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი გამოძიების ჩატარება"-აცხადებს მთავარი პროკკურორი.
ბოლო პერიოდში "კუდის" 12 თანამშრომლის დაკავებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობა ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს, ხელისუფლება კი სამართლიანობის აღდგენად. მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით: "კუდის" 12 თანამშრომლის დაკავების ეპიზოდთთან დაკავშირებით ბრალს წაუყენებენ დათა ახალაიას სამსახურებორივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის. "კუდის" 12 თანამშრომელი რომლებიც დავაკავეთ, გვეუბნეოდნენ დაკითხვის დროს არ უნდა გვცემოთო? როგორც კი იქნება დანაშაულის ნიშნები ნებისმიერ მაღალჩინოსანზე, გამოვალ და ამის შესახებ განვაცხადებ. ის რომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები შეიცავს კრიტიკას, ეს ნიშნავს ცრუინფორმირებულობას და არა იმას რომ კრიმინალი არ უნდა დავიჭიროთ".
ჟურნალისტის კითხვებზე, მოხდება თუ არა გიგი უგულავას, ერეკლე კოდუას და სხვა მაღალჩინოსნების დაკავება მინისტრი პირდაპირ არ პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება მათი პასუხისგებაში მიცემა.