ვინ არ დაიბგრება საშემოსავლო გადასახადით
პირები, რომლებმაც სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, შესაძლოა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
შესაბამისი კანონპროექტი, თავდაცვის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით, პარლამენტში უკვე წარდგენილია. "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილბების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება ზემოთაღნიშნული პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, სამშვიდობო ოპერაციებში დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი არ აქვთ და ისინი სამკურნალო შვებულებაში იმყოფებიან. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეღავათი დაახლობით 55 პირზე გავრცელდება.
აღნიშნული პირების დაუბეგრავი საშემოსავლო გადასახადი ჯამში, კალენდარული წლის განმავლობაში, დაახლოებოთ 66 000 ლარს შეადგენს.