2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 395 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6 395 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 459 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 937 მილიონ აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები).
2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 982 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 413 მილიონი აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 569 მილიონი აშშ დოლარი (2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28 და იმპორტში 32 პროცენტი.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 1 791 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 23 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 556 მილიონი აშშ დოლარი (45 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 235 მილიონი აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 და იმპორტში 25 პროცენტი.