ავტობანის გარშემო მინი-ქალაქები აღარ აშენდება

ავტობანის გარშემო მინი-ქალაქები აღარ აშენდება

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ავტობანის გარშემო მინი-ქალაქების მშენებლობის პროექტი შეჩერებულია.


ამ ინფორმაციას რადიო „კომერსანტი“ ავრცელებს.


რამდენიმე კვირის წინ სამინისტრომ ღიად განაცხადა, რომ თავის დროზე მთავრობის გადაწყვეტილებით „ვისოლს“ და „სოკარს“ ავტობანებზე მინი-ქალაქების მშენებლობის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა მინიჭებული, რაც არასწორია, რადგან ამ ორი კომპანიის გარდა ავტობანზე ობიექტების განთავსების უფლება არავის აქვს.


როგორც რადიო „კომერსანტს“ სამინისტროში დღეს განუცხადეს, ექსკლუზივის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თუმცა ცნობილია, რომ დანარჩენი ავტობანების მშენებლობა აღარ მოხდება. ინფორმაციისთვის: თავდაპირველი ვერსიით, „ვისოლს“ და „სოკარს“ ავტობანის გასწვრივ 28 მინი-ქალაქი უნდა აეშენებინათ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, კომპანიები მხოლოდ თითო-თითო მინი ქალაქს მართავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: