საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა.
გუშინდელი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.
"2015 წლის 22 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 26 960 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4083 შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.