რატომ ჩივიან დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები?
დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიება გუშინ შეეფარდათ. შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლილუაშვილის ადვოკატების თქმით, აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმრო სასჯელით შესაცვლელად დაცვის მხარეს ყველანაირი არგუმენტი აქვს.
კუდ-ის უფროს ლევან ქარდავასა და კუდ-ის მთავარი სამმართველოს უფროს გიორგი ყავლაშვილის ადვოკატების თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და პატიმრების განთავისუფლება გირაოს წესით უნდა მოხდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი დღეს შევა.